25 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
"უკრაინაში რუსეთის სისასტიკემ ბევრი გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს... სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაშიც ომი არა თებერვალში, არამედ 2014 წელს დაიწყო" - სტოლტენბერგი

უკრაინაში რუსეთის სისასტიკემ ბევრი გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს - განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა.

იენს სტოლტენბერგის განმარტებით, იქამდეც ჩანდა, რომ ომი მოდიოდა. სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაშიც ომი არა თებერვალში, არამედ 2014 წელს დაიწყო.

ნატოს ლიდერის თქმით, მოსკოვი სამხედრო ძალას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს.

"უკრაინაში რუსეთის სისასტიკემ ბევრი გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს, რადგან დავინახეთ, რომ ომი მოდიოდა. სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაშიც ომი არა თებერვალში, არამედ 2014 წელს დაიწყო.

რეალობა ისაა, რომ თუ ჩვენ გვინდა კონფლიქტის მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, სადაც უკრაინა დარჩება დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერად ევროპაში, ჩვენ ახლავე უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. იარაღი არის გზა მშვიდობისაკენ.

პირველი გაკვეთილი არის ის, რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ თავდაცვაში. დიდი ხანია, ეს არის ნატო-ს გზავნილი. მეორე გზავნილი, მეორე გაკვეთილი არის ის, რომ სახიფათოა ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებულება, საუბარია ჩვენს უსაფრთხოებაზე, ბიზნესიც პოლიტიკაა. ასე რომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, განსაკუთრებით, ჩინეთთან. ჩვენ ვერ გავხდებით ისე დამოკიდებული ერთ ნედლეულზე, მათ პროდუქტებზე, რომ გავხდეთ დაუცველები," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები