20 მარტი 2025,   13:08
ვრცლად
ვაზისუბანში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მცირეწლოვანი შვილი დარჩათ
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ვაზისუბანში ტრაგიკულად დაღუპული ცოლ-ქმრის ცხედრებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან დღეს, საკუთარ სახლში გადაასვენებენ.

      მუსხელიშვილის ქუჩაზე ტრაგედიის ადგილას ექპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. დღეს, პოლიციაში გამოკითხვები გაგრძელდება.

      გავრცელებული ინფორმაციით, არმენ სარქისოვმა ლიფტი მეექვსე სართულზე გამოიძახა, კარი გაიღო, თუმცა კაბინა ადგილზე არ მივიდა და ახალგაზრდა კაცი შახტში ჩავარდა. მის დახმარებას მეუღლე შეეცადა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე მათგანი მოიყოლა. 35 წლამდე ცოლ-ქმარს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

      დღის ამბები
      მეტი