27 დეკემბერი 2024,   01:04
ვრცლად
ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ევროპარლამენტს, ასეთი გადაწყვეტილება შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოსაც - ირაკლი კობახიძე რეზოლუციაზე
ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი, - ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
 
მისი თქმით, ევროპარლამენტის მსგავსი რეზოლუციები აბსურდულია და იგივენაირად, როგორც წინა შემთხვევებში, ევროსაბჭო და ევროკომისია მას არც ამჯერად გაიზიარებს.

"საზოგადოება მიეჩვია აბსურდულ ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ეს არის ფაქტი. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ ამ აბსურდულ ჩანაწერებს შემდეგ არ იზიარებს ხოლმე არც ევროკომისია და არც ევროპული საბჭო - ასე მოხდა წინა ორ შემთხვევაში და ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც. ამიტომ ვსაუბრობდით და აქცენტს ვაკეთებდით კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოება ხედავს ყველაფერს. 

ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ასეთი გადაწყვეტილება შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოსაც. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლო, მაშინ რაც ხდებოდა, გადაიცემოდა ხოლმე მაშინ საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა იგივე მოხდა დღეს და იგივე ხდებოდა წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაში ევროპარლამენტში. ეს არის პირდაპირ კატასტროფა," - განაცხადა კობახიძემ.
დღის ამბები