15 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
"მიხეილ სააკაშვილმა მითხრა სუსის აგენტი ხარო, იმის შემდეგ მის პალატაში აღარ შევსულვარ, ახლა მას ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს" - თამარ დავარაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში" იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ახლა ის ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმი აღარ არის. 

როგორც თამარ დავარაშვილი ამბობს, მას მიხეილ სააკაშვილმა "სუსის აგენტი" უწოდა. 

"როდესაც ერთ-ერთ ტელეეთერში გავიდა გადაცემა, ეს იყო 26 თებერვალს, მეორე სამუშაო დღეს ჩვეულებრივად შევედი სამუშაოდ პალატაში და პაციენტი უცნაურად შემხვდა, მივხვდი, რომ გადაცემა ნანახი ჰქონდა, ვკითხე ამის შესახებ და მან მითხრა, რომ სუსის აგენტი ხარო. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო და იმდენად შეურაცხმყოფელი, მე მას ვუთხარი - გავალ პალატიდან და აღარ შემოვალ მეთქი და იმის შემდეგ მე მართლაც არ შევსულვარ პალატაში და არც არასოდეს შევალ. ეს გადაცემა კვირა საღამოს იყო და ეს მოხდა ორშაბათს. მე მივედი ჩემს უფროსებთან, მათ ვუთხარი რაც მოხდა. 10 თვე მე ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მას ისეთი ცხოვრების წესი ჰქონოდა, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება. მას ახლა ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს, მას იცნობს, მორიგეობაზე შედიოდა ხოლმე,"- განაცხადა  თამარ დავარაშვილმა. 

 

დღის ამბები