14 ოქტომბერი 2024,   12:14
ვრცლად
არცერთი ნაბიჯი უკან, ხვალ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიყოთ - გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძემ, რუსთაველის გამზირზე სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

მისი თქმით, ხვალ აქცია ისევ გაიმართება, თუმცა დაშლას დღეს ღამესაც არ აპირებენ. 

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ხვალაც უნდა შევიკრიობოთ. საღამოს ისევ ამ ადგილზე, არცერთი ნაბიჯი უკან. ხვალ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიყოთ. აქ ვართ ჩვენ, არ ვიშლებით, უნდა გავარკვიოთ სად არიან დაკავებულები, ზურაბ ჯაფარიოძის ადგილსამყოფელი ამ წუთამდე ვერ დავადგინეთ. არსად არ მივდივართ, სანამ ხალხი აქ არის,"- გნაცახადა გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები