სპეცრაზმი წყლის ჭავლის მანქანებით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა. გაუშვეს ასევე ცრემლსადენი გაზი.
ჩიტაძის ქუჩა სრულად გაწმენდილია აქციის მონაწილეებისგან, ისინი უკვე ჩამოვიდნენ პარლამენტის წინა ტერიტორიაზე.
ამასთან, ე.წ. რობოკოპები განლაგებულები არიან 9 აპრილის ქუჩაზე, რის გამოც აქციის მონაწილეებმა ეს ქუჩაც დატოვეს და რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ.
ცნობისთვის, მანამდე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან განთავსებული რკინის ჯებირი დაშალეს. ასევე, ჩაამსხვრიეს შენობის ფანჯრები.