საპროტესტო აქცია დაშლილია - რუსთაველის გამზრიზე აღდგა ტრანსპორტის მოძრაობაც. პარალელურად, ტერიტორიას შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ასუფთავებენ. ნარჩენებთან ერთად მათ დამტვრეული და დამწვარი სკამები და ნაგვის ურნები გააქვთ. რუსთაველის გამზირზე დაზიანებული მანქანებისთვის მობილიზებულია ევაკუატორებიც.
დაახლოებით 1 საათის წინ ადგილზე საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო - დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეების ნაწილს შორის.
სამართალდამცავებმა დაახლოებით 10-მდე პირი დააკავეს, თუმცა ზუსტ რიცხვთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს სავარაუდოდ მოგვიანებით გაავრცელებს.