რუსთაველის გამზირი დღეს ისევ გადაკეტილია. "ქართული ოცნების" სათაო ოფისში გამოცხადებული გადაწყვეტილების მიუხედავად, პარლამენტის წინ ჩანიშნული აქცია მაინც იმართება, დღეს მთავარი მოთხოვნა აქციაზე 7-8 მარტს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება იყო, თუმცა სულ რამდენიმე წუთის წინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ყველა დაკავებული პირი გათავისუფლებულია.
ამის გარდა აქციაზე გამომსვლელები კანონის ჩაგდების მყარ გარანტიებს და სესიის ჩატარებას ითხოვენ.