24 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
"დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას, მისი შებღალვის უფლება არავის აქვს" - შალვა პაპუაშვილი ეროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის შესახებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "კონსერვატიული მოძრაობის" წევრების მიერ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვის ფაქტს გამოეხმაურა. 

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას და მისი შებღალვის უფლება არავის აქვს. 

"ევროკავშირის, ისევე, როგორც სხვა ქვეყნის დროშების შებღალვა, დასჯადი გახდა. ყველა, ვინც ევროკავშირის დროშა შებღალა, იქნება სათანადოდ იდენტიფიცირებული და შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დასჯილი. ასეთი ქცევა მიუღებელია - რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. 

დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას. რაც შეეხებათ ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ამათ მოუწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, არასერიოზული მიდგომაა მათი მხრიდან. როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე. თუკი ევროპაზე საუბრობენ, მაშინ ევროკავშირის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევაც უნდა იყოს ევროპული,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი .

დღის ამბები