გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურ ვიზიტს თბილისში დღეს დაიწყებს. ანალენა ბერბოკი პირველი პირების გარდა, შეხვედრას გეგმავს სტუდენტებთან , სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
მთავარ თემები, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება, ასევე საქართველოს ევროკავშირთან და "ნატო"-სთან დაახლოების გზაზე საჭირო რეფორმების გატარებისას გერმანიის მხარდაჭერა იქნება.