24 დეკემბერი 2024,   20:40
ვრცლად
მოლდოვას, უკრაინის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესის დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს - შარლ მიშელი

მოლდოვას, უკრაინის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. ამის შესახებ განცხადება შარლ მიშელმა მოლდოვაში ვიზიტის დროს გააკეთა.

მისივე თქმით, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე პროგრესი საგრძნობ და დადებით შედეგს მოუტანს მოქალაქეებს. მიშელმა მოუწოდა მოლდოვის ხელისუფლებას, გააგრძელოს რეფორმები. მან ახსენა სასამართლო რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზაცია.

"ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს შემდეგი ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოლდოვას, უკრაინას და საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას, და ასევე დასავლეთ ბალკანეთს. მინდა, დავადასტურო, რომ მე ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს წინაშე ვაპირებ წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს პროცესის დაწყების საკითხზე. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია მოამზადებს. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ დადებითი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდება წლის ბოლოსთვის," - განაცხადა შარლ მიშელმა.

დღის ამბები