21 დეკემბერი 2024,   20:24
ვრცლად
ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ჯანდაცვის მინისტრს დახურულ ფორმატში მოუსმინეს

ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ჯანდაცვის მინისტრს დახურულ ფორმატში მოუსმინეს. მინისტრი კომიტეტზე "ლელოს" მოთხოვნის საფუძველზე მივიდა. ზურაბ აზარაშვილმა კომიტეტზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა საკითხთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა. სხდომას ესწრებიან მშობლებიც, რომლებიც რამდენიმე თვეა მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აქციებს მართავენ. 

"დეტალურად გავაცანით ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, არცერთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული მედიკამენტი არ ფინანსდება. არის მაგალითები სხვადასხვა ქვეყნის, მაგალითად ბრიტანეთის, გერმანიის, სადაც განხილვაც კი შეჩერებულია ბიუჯეტიდან დაფინანსების. ის ნაწილი, რაც ეხება ავტორიზაციას, ეს არის ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლება. და ეს არ გულისხმობს ავტომატურად იმ ქვეყნების ბიუჯეტიდან აღნიშნული მედიკამენტის დაფინანსებას. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი საჭიროება - ფსიქოლოგთან დაკავშირებული იქნება ეს, იგივე მასაჟთან დაკავშირებული და სადაც ჩვენი ჩართულობაა საჭირო, მზად ვართ განვიხილოთ და ამ ნაწილშიც უზრუნველვყოთ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ასევე, შევთავაზე იმ ბავშვებისთვის, სადაც შეიძლება თანმდევი დაავადებებიც იყოს და სიცოცხლის რისკთან იყოს დაკავშირებული, დიაგნოსტიკა როგორ საქართველოში, ასევე საქართველოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეგვიძლია რომ დავაორგანიზოთ," - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

 

 

 

დღის ამბები