23 დეკემბერი 2024,   01:06
ვრცლად
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რიგგარეშე და შუალედური არჩევნები, რომელიც ხვალ ტარდება არის ფარსი და მასში მონაწილეობას არ მიიღებენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რიგგარეშე და შუალედური არჩევნები, რომელიც ხვალ ტარდება არის ფარსი და ამის გამო, მასში მონაწილეობას მთავარი ოპოზიციური პარტია არ მიიღებს.

როგორც პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, ოპოზიცია უნდა მოემზადოს მთავარი არჩევნებისთვის, რომელიც 2024 წელს ჩატარდება და რომელიც მისივე თქმით, ერთგვარ ტრანსფორმაციას მოახდენს ქვეყანაში. 

"არანაირი ნდობა ამ პროცესის მიმართ არ არსებობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობა" მონაწილეობა მიიღოს, იმ ფარსში, რომელიც იგეგმება ამ შუალედური არჩევნებით. ჩვენ უნდა მოვემზადოთ მთავარი არჩევნებისთვის, სადაც ერთიანად, ერთ დღეში მოხდება ცვლილება, ტრანსფორმაცია. შემდეგი არჩევნები იქნება ერთ დღიანი, სრულად პროპორციული და ქართველი ხალხი გადაწყვეტს ვის გადააბაროს ქვეყნის მართვა,"-განაცხადა ცისკარიშვილმა

შეგახსენებთ, რომ ხვალ შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება- ამომრჩევლები აირჩევენ პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერის და თერჯოლის მერებს.

ავტორი:ანუკა ბუავა. 

დღის ამბები