23 დეკემბერი 2024,   16:55
ვრცლად
"კურიერმა" გაარკვია, რომელმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს

"კურიერმა" იმ 5 ოპოზიციონერი დეპუტატის ვინაობა გაარკვია, ვინც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს კენჭისყრაზე ხმა მისცა. ჩვენი ინფორმაციით, ესენი არიან ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

პარლამენტმა კვალიფიციური უმრავლესობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი დღეს აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.

კენჭისყრის პროცესი შეჩერდა, რადგან ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. მათი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ კანდიდატებს ხმა ოპოზიციის ნაწილმაც მისცა. მანამდე დარბაზშივე გაჟღერდა ოპოზიციის სურვილი, რომ კენჭისყრამდე მმართველ გუნდთან ამ თემაზე კონსულტაცია გამართულიყო. ახლა სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

დღის ამბები