ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, ქვეყანაში წითელას აფეთქების შემთხვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ დაავადების მიმდინარეობა, ყველაზე მეტად საყურადღებო 2 წლამდე ასაკის ბავშვებშია. თუმცა, მისივე თქმით, მოზრდილებში გართულების რისკები მეტია:
"გართულებები პირველივე დღეებიდან უნდა შეფასდეს. განსაკუთრებით თუ მიმდინარეობს მაღალი ცხელება და უხვი გამონაყარი. პირველ 48 საათში თუ გამონაყარის რაოდენობა საკმაოდ სოლიდური იქნება და დაიფარება მთლიანი სხეული, ეს ნიშნავს, რომ უკვე არის მძიმე მიმდინარეობის რისკები და უნდა მოხდეს სპეციალისტის ჩართულობა. ყველაზე მეტად საყურადღებოა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დაავადების მიმდინარეობა და ასევე 20 წელს ზემოთ მოზრდილ მოსახლეობაში. მოზრდილებში კი, გართულების რისკები მეტია," - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.