14 ოქტომბერი 2024,   22:08
ვრცლად
პუტინის ნოვოოგარიოვოს რეზიდენცია, რუსი ოლიგარქების და პოლიტიკური ელიტის დასახლება - დრონების იერიში მოსკოვში

მოსკოვი - პროფსოიუზნაიას, ატლასოვის ქუჩები და ლენინის გამზირი. ასევე, რუბლიოვკა - დასახლება, სადაც რუსი მილიონერები ცხოვრობენ და სპირტის მწარმოებელი ქარხანა - დილიდან რუსეთის დედაქალაქზე 8 უპილოტო საფრენმა აპარატმა იერიში მიიტანა. ხუთი მათგანი ოკუპანტებმა ჩამოაგდეს. ორი საცხოვრებელ კორპუსთან შეჯახებისას ერთიც ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქდა. მედიის ინფორმაციით, შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ოფიციალური კიევი მომხდართან კავშირს უარყოფს. რუსეთის ხელისუფლება კი სრულ პასუხისმგებლობას სწორედ უკრაინას აკისრებს.

მოსკოვზე დრონებით იერიში, კიევზე ოკუპანტის მორიგი მასშტაბური საჰაერო დარტყმის შემდეგ განხორციელდა. უკანასკნელ 24 საათში აგრესორმა უკრაინის დედაქალაქს მესამედ შეუტია. 31 უპილოტო საფრენი აპარატიდან საჰაერო თავდაცვის სისტემამ 29 ჩამოაგდო. აფეთქებებმა საცხოვრებელი სახლი დააზიანეს. დაიღუპა 1 და დაშავდა -13 მშვიდობიან მოქალაქე.

მძიმე ვითარებაა ფრონტის მთელ ხაზზე. ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 80-მდე შეტევა მოიგერიეს და საპასუხო იერიშზე გადავიდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაციამ 15 დარტყმა განახორციელა რუსულ პოზიციებზე. შეტაკებები გრძელდება ბახმუტში.

დიდი დანაკარგი აქვს რუსულ არმიას ავდიივკას და მარიინკას მიმართულებითაც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 100-მდე ოკუპანტი.

 

დღის ამბები