26 დეკემბერი 2024,   18:38
ვრცლად
"დღეს პრეზიდენტს ჰქონდა გაცილებით შერბილებული ტონი, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო" - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში გამოსვლისას ჰქონდა შედარებით შერბილებული ტონი, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოში გაკეთებული განცხადებებიც ისევე გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორც ბრიუსელში გაკეთებული განცხადება.

"რა განცხადებებიც გააკეთა ვივარაუდე, პროგნოზი ჩემი ასეთი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის რეაქცია ამას უზრუნველყოფდა და სწორედ ასე მოხდა. შერბილებული ტონი უზრუნველყო, ჩემი აზრით, ხალხის აბსოლუტურად სწორმა რეაქციამ. ოღონდ ერთი უნდა დავამატო - ქალბატონ სალომეს ალბათ უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს პარლამენტში როდესაც გამოდის, 26 მაისის ღონისძიებაზე როდესაც გამოდის, ეს ყველაფერიც გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, 2023 წელია და ამ საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ უცხოელებმა.

ამიტომ, აქ სხვანაირი ლაპარაკი, იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი ერთი და იგივეა. დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები