22 ნოემბერი 2024,   17:58
ვრცლად
თურქეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, ერდოღანის მიწვევით, ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიებებს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციაც დაესწრება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.

მისი თქმით, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალს  მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი დაესწრება.

"თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. გაიმართება ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც დაესწრება მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი. მათ შორის აღსანიშნავია აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბულგარეთის პრეზიდენტი, მონტენეგროს პრეზიდენტი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები. ასევე, შუა, ცენტრალური აზიის და შორეული აზიის ქვეყნების ლიდერები. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ასევე სტრატეგიული მოკავშირე", - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

დღის ამბები