22 დეკემბერი 2024,   06:43
ვრცლად
გიგა კობალაძე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი აღარ არის - საჯარო რეესტრმა დოკუმენტი შესაბამის ბაზაში უკვე აიტვირთა

"კურიერის" ექსკლუზივი - გიგა კობალაძე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი აღარ არის. საჯარო რეესტრმა მას უარი საბოლოოდ უთხრა. დოკუმენტი შესაბამის ბაზაში უკვე აიტვირთა. ასევე, უკვე საჯაროა შიდა აუდიტის დასკვნაც.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კობალაძემ ავტორებს 14 მილიონ ლარზე მეტი მოპარა. საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ კომპანიაში შიდა აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგადაც არაერთი უზუსტობა და ფინანსური დარღვევაა გამოვლენილი.

იქამდე კი, თანამდებობა დატოვა საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ. მისი გადადგომა სავარაუდოდ სწორედ ბოლოდროინდელ კორუფციულ სკანდალს და აუდიტის დასკვნას უკავშირდება, რომელშიც სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი.

"კურიერი" შეეცადა გიგა კობალაძესთან დაკავშირებას, თუმცა,ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

დღის ამბები