25 აპრილი 2024,   11:14
ვრცლად
ფაქტი, რომ რუსეთმა განზრახ გაანადგურა კახოვკას წყალსაცავი, მიუთითებს იმაზე, რომ უკვე გააცნობიერეს, ყირიმიდანაც რომ მოუწევთ გაქცევა - ზელენსკი

"კახოვკას ჰესზე რუსი ტერორისტების მიერ გამოწვეული კატასტროფა უკრაინასა და უკრაინელებს არ შეაჩერებს" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება ხალხის გადასარჩენად და მათი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებს.

"რუსი ტერორისტების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე შექმნილი კატასტროფა ვერ შეაჩერებს უკრაინასა და უკრაინელებს. ჩვენ მთელ ჩვენს მიწას მაინც გავათავისუფლებთ. რუსეთის ყოველი ტერორისტული თავდასხმა ზრდის მხოლოდ რეპარაციების ოდენობას, რომელსაც რუსეთი გადაიხდის ჩადენილი დანაშაულისთვის და არა ოკუპანტების შანსებს, დარჩნენ ჩვენს მიწაზე.

მადლობა ჩვენს თითოეულ მაშველს, სამხედროს, ჩვენი რეგიონის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც ახლა რუსეთის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დატბორილ მოსახლეობას ეხმარებიან.

მთელი მსოფლიო გაიგებს ამ რუსული ომის დანაშაულის შესახებ. საკუთარი უსაფრთხოებისთვის, მსოფლიომ ახლა უნდა აჩვენოს, რომ რუსეთი ასეთი ტერორის შედეგებს ვერ გაექცევა.

ის ფაქტი, რომ რუსეთმა განზრახ გაანადგურა კახოვკას წყალსაცავი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყირიმის წყლით მომარაგებისთვის, მიუთითებს იმაზე, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკვე გააცნობიერეს, რომ ყირიმიდანაც მოუწევთ გაქცევა," - ამბობს ზელენსკი.

დღის ამბები