09 ოქტომბერი 2024,   00:38
ვრცლად
რას უწუნებს ჩემს ხაბეს, რა არ მოსწონს?! ცალკე ბადრი ჯაფარიძემ რა უნდა ქნას?! მოუწევს ჩემს ხაბესთან თანამშრომლობა - ირაკლი ზარქუა

მმართველ გუნდში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეთავაზებას, პარტიების შანტაჟად აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებები პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობისთვის" არის დამაზიანებელი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ხაბეიშვილს და მის თანამოაზრეებს ხელისუფლების დამარცხების არანაირი რესურსი არ გააჩნიათ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას შეფასებით კი, მიუხედავად უარყოფისა, ბადრი ჯაფარიძეს მაინც მოუწევს ენმ-სთან თანამშრომლობა.

"რას უწუნებს ჩემს ხაბეს, რა არ მოსწონს?! - ხაბე არის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. მას მოუწევს გაერთიანება, ისევე, როგორც "ტროიკას" ჩემს ხაბესთან და ერთად შეუტევენ მერე 2024-ში. აბა, ცალკე ბადრი ჯაფარიძემ რა უნდა ქნას?! რა პოლიტიკური გამოცდილება აქვს, რომ რამე შექმნას. ბარიერს ვერ გადალახავს. ამიტომაც მოუწევს ჩემს ხაბესთან თანამშრომლობა. ხაბესთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ესენი ყველანი არიან რადიკალები.

მე მესმის ბადრი ჯაფარიძის. ცალკე უნდა, გაემიჯნოს უნდა, მაგრამ ვერ გაემიჯნება. სადაც მთელი ეს პერიოდი საბოტაჟს უწევდი ქართულ პარლამენტს, სადაც ლეგიტიმურად იყავი არჩეული და "ნაცების" დაკრულზე დადიოდი, ახლა არ მოგწონს და ახლა ემიჯნები?! მშვენივრად თანამშრომლობდა თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ნატონი ხაზარაძე, ახლა არ მოსწონს?! - ეგრე არ გამოვა. ქართულმა საზოგადოებამ იცის, ვინ ვინ არის," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე არ ეთანხმება. ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც "ნაციონალური მოძრაობა"არ იქნება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რათა ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს.

დღის ამბები