ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. "კურიერის" ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა.
ცნობილია, რომ კლინიკაში მცირეწლოვანი მძიმე შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გურიაში ჰამაკიდან გადმოვარდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კლინიკაში მიიყვანეს, ექიმებმა უთხრეს, რომ მცირეწლოვანს მხოლოდ ფეხის ტრავმა ჰქონდა.
ბავშვი კი სამეგრელოში ბაბუის დაკრძალვაზე ჩაიყვანეს, სადაც ის შეუძლოდ გახდა რის გამოც მშობლებმა მისი კლინიკაში მოთავსება გადაწყვიტეს, სწორედ იმავე დღეს ბავშვი კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
ბავშვის ცხედარი გურიაშია გადასვენებული.