26 დეკემბერი 2024,   14:06
ვრცლად
სამწუხაროდ, საქართველოს, რომელიც ასევე ოკუპირებულია, არ მიეცა ნატო-ში დაჩქარებული გაწევრიანების გეგმა ისე, როგორც უკრაინას - ხატია დეკანოიძე

ნატო-ს სამიტის შედეგები და პოლიტიკური ურთიერთბრალდებები თბილისში - ოპოზიცია აცხადებს, რომ უკრაინისგან განსხვავებით საქართველომ ვერაფერი მიიღო და ეს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.

"ალიანსის წევრები რჩებიან ერთგული ბუქარესტის შეთანხმების, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი კონტექსტი არის ის, რომ სამწუხაროდ, საქართველოს, რომელიც ასევე ოკუპირებულია, რომელიც ასევე ძალიან დიდი ხანი არის ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, არ მიეცა დაჩქარებული გაწევრიანების გეგმა ისე, როგორც უკრაინას. მომავალ წელს, როდესაც იქნება ვაშინგტონის სამიტი, უკვე უკრაინის გაწევრიანების საკითხის დაყენება ალიანსის ქვეყნების მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაციის გეგმაც ჰქონდეს ნატო-ში,"- აცხადებს "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია ხაზს უსვამს იმასაც, რომ საქართველოს დელეგაცია არ იყო წარმოდგენილი ვილნიუსში, თუნდაც მომიჯნავე ღონისძიებაზე.

"ჩვენ არანაირი დამატებითი ახალი პაკეტი არ მივიღეთ ამ სამიტზე წინა სამიტისგან განსხვავებით და საქართველო არ იყო წარმოდგენილი ვილნიუსში, როგორც ასეთი, არათუ ნატო-ს ლიდერებთან ერთად მრგვალი მაგიდის ირგვლივ, არამედ ქალაქ ვილნიუსში, თუნდაც სხვა მომიჯნავე ღონისძიებაზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე,"- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები