22 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
საქართველოს ოთხი მოქალაქე 11-დან 13 წლამდე გოგონებს სექსუალურად ავიწროებდა - რას წერს პოლონური მედია

პოლონეთის ქალაქ ბიტომში არასრულწლოვანების მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ პოლონური მედია წერს. 

მედიასაშუალების ცნობით, ხალხმა ბრალდებულებს წრე შემოარტყა და მათი დასჯა მოითხოვა. სამართალდამცველებს, შეხლა-შემოხლის ფონზე, კაცების დასაკავებლად, ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწიათ.

"საქართველოს ოთხმა მოქალაქემ სექსუალურად შეავიწროვა 11-დან 13 წლამდე გოგონები, შეშფოთებული ხალხი ეჭვმიტანილებს თავს დაესხნენ. უსაფრთხოების ძალებმა კაცები აუზიდან გამოიყვანეს და პოლიცია გამოიძახეს. დაკავებულების ასაკი 18-დან 41 წლამდეა," - წერს პოლონური მედია.

 

დღის ამბები