ქვემო ქართლის რეგიონში მზის ელექტროსადგური გახსნეს - ლიეტუვის მთავრობის და ლიეტუვური კომპანიის ხელშეწყობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელი კოდის დევნილთა დასახლებაში დამონტაჟდა 375 კილოვატი სიმძლავრის მზის სადგური, რომელიც 400 ოჯახს უფასო ელექტროენერგიით მოამარაგებს.
პროექტის სრული ბიუჯეტი 400 000 ევროზე მეტს შეადგენს.