"ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად ჩინეთთან და ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და უნდა შევძლოთ, რომ ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ. პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტი ამისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება" - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთი არის ერთ-ერთი მთავარი აქტორი თანამედროვე სამყაროში, შესაბამისად, საქართველოს პირველი პირის ჩინეთში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.
"იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ერთის მხრივ ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნის განხორციელებას - ევროკავშირთან დაახლოებას და მეორეს მხრივ, იმ პოტენციალის გამოყენებას, რასაც ჩვენი გეოგრაფია და გეოპოლიტიკური რეალიები გვაძლევს. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ მოცემულობაში რეგიონში და მსოფლიოში," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.