19 იანვარი 2025,   00:43
ვრცლად
აქცია ბათუმის პორტთან - ადგილზე იმყოფებიან "ნაცმოძრაობის" წევრები და ლევან ხაბეიშვილი

ბათუმის პორტთან აქციას ხმაური და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის მონაწილეები სოჭიდან ბათუმში საკრუიზო გემის დაგეგმილ შემოსვლას აპროტესტებენ.

სხვებთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან "ნაცმოძრაობის" აქტივისტები ბანერით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით - Freemisha.

ბათუმშია ჩასული პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც, რომელსაც პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა.

დღის ამბები