ამ წუთებში ბათუმის პორტში სიმშვიდეა. საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს მგზავრებმა ხომალდი პოლიციის კორდონის დახმარებით დატოვეს, თუმცა ადგილზე ისევ რჩებიან აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები.
შეკრებილი მოქალაქეები ლაინერთან მიახლოებასაც ცდილობენ, თუმცა მათ ამის უფლებას სამართალდამცავები არ აძლევენ. სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირების გამო, 10-მდე პირია დაკავებული.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი დროულად დატოვოს.
"ამ ქვეყანაში ხელგაშლილი არ ეგებებიან მტრებს. ტურისტებს არავინ არ ერჩის ამ ქვეყანაში, ვინც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, ერთიანობას პატივს სცემს, მაგრამ მტრებს ხელგაშლილი, ხინკლითა და ხაჭაპურით არ ეგებებიან. ეს უნდა გაიგოს პუტინის ყველა პროპაგანდისტმა," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მირდატ ქამადაძემ.
ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-მ გამთენიისას საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.