"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტიქიის ზონაში ჩავიდა. ირაკლი კობახიძემ დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
მისი თქმით, მაშველები, ჯარისკაცები და პოლიციელები დღეს და ღამეს ათენებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ.
"უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, ვუსამძიმრებ, რა თქმა უნდა დაღუპულების ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ახლა მთავარია გაგრძელდეს სამუშაოები და რა თქმა უნდა, მადლობას გადავუხდი მაშველებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს და ღამეს ათენებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა მოახერხონ. ვითარება არ არის მარტივი, იმედი ვიქონიოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.