ყაზბეგში ძლიერი წვიმისა და ღვარცოფის შედეგებს ითვლიან. მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, თუმცა ღვარცოფი არ ჩამოწოლილა. რისკების თავიდან არიდების მიზნით სტეფანწმინდაში მუშაობას განაგრძობენ გეოლოგებიც.
პირველადი შეფასებით, ცნობილია, რომ ღვარცოფი ადგილობრივებისთვის საფრთხის შემცველი არ ყოფილა, თუმცა ახლა ყველა სპეციალისტების საბოლოო დასკვნის მოლოდინშია.
სწორედ გეოლოგების მიერ მომზადებულ დოკუმენტზე დაყრდნობით გაატარებს შესაბამის ზომებს ადგილობრივი ხელისუფლება.
ძლიერმა წვიმამ და ღვარცოფმა სტეფანწმინდაში საცხოვრებელი სახლები დააზიანა, განადგურდა მოსავალი, და დაიხოცა პირუტყვი.