09 ოქტომბერი 2024,   01:09
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გუშინდელი განცხადება არის საგანგაშო და შემაშფოთებელი - გივი მიქანაძე

"ნაცმოძრაობის მხრიდან“ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს მოსალოდნელს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ნაწილი უცხოელი ლობისტების ფინანსური დახმარებით კვლავ რევოლუციურ სცენარს ამზადებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გუშინდელი განცხადება არის საგანგაშო  და შემაშფოთებელი. საზოგადოება ხედავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის რადიკალური ფრთა, მაქსიმალურად ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს. რეალურად ხედავენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც იდგმება სხვადასხვა რადიკალების მხრიდან, ცრუ ინფორმაციის გავრცელების  და რევოლუციური მოწოდებების კუთხით. ამიტომ, რაც გუშინ გაჟღერდა საზოგადოებისთვის შესაძლოა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ ძალიან საგანგაშოა, რადგან რეალური  კონტურები გამოიკვეთა იმ მცდელობებისა, რომლებზეც აგებულია კონკრეტული ძალების ნარატივი. მათ აქვთ იმედი, რომ საქართველო ვერ მიიღებს  კანდიდატის სტატუს ევროკავშირის გადაწყვეტილებით და სურთ, რომ ამაზე ააგონ მთელი თავის დესტაბილიზაციის და რევოლუციური სცენარის განხორციელება. რეალობა არის ერთი, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს აფასებს სათანადოდ და ზუსტად ამიტომ, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რა მიზნებს ემსახურება რადიკალების რეალური პოლიტიკა,“ - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, სუსის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები