15 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების სიყვარულად, განვიცდი ყველა მომენტს, როცა მას გული ვატკინე - მიხეილ სააკაშვილი

სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების სიყვარულად, განვიცდი ყველა მომენტს, როცა მას გული ვატკინე - ამის შესახებ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი წერს.

"სანდრა არის ყველზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე მას უნდა ვუმადლოდე.

ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია და ჩემი პიროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად.

ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე. მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას, ედუარდს და ნიკოლოზს გვერდით დავუდგე," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოინახულა.

დღის ამბები