21 მაისი 2024,   16:04
ვრცლად
"ოპოზიციამ გამოცდა ჩააბარა" - რომან გოცირიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძეს შეფასებით, ოპოზიციამ გამოცდა ჩააბარა და სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. 

"ეჭვები იყო, რა თქმა უნდა და საუბარი იმის თაობაზე, რომ მოისყიდიან, შეაშინებენ და ა.შ. "ქართული ოცნება" დარწმუნებული იყო იმაში, რომ იმპიჩმენტი შედგებოდა, თორემ ამ პროცესს არ დაიწყებდნენ და ასეთ სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაიგდებდნენ თავს. ფაქტობრივად, განიცადეს სრული მორალური, პოლიტიკური და სამართლებრივი კრახი. ასე რომ ოპოზიციამ გამოავლინა როგორც პოლიტიკური, ასევე ზნეობრივი სიმტკიცე და ჩააბარა გამოცდები," - განაცხადა რომან გოცირიძემ "კურიერთან" საუბრისას.

86 მომხრე, 1 წინააღმდეგი - საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა.

 

 

დღის ამბები