22 დეკემბერი 2024,   09:10
ვრცლად
თბილისის მერია, თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის, ნარიყალას ციხის სრულ რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია, თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის, ნარიყალას ციხის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. მეოთხე საუკუნეში აშენებული და შემდეგ არაერთხელ გადაკეთებული ისტორიული ძეგლის განსაახლებლად, კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოსთან ერთად სპეციალური გეგმა შემუშავდება, რის შემდეგაც მერია ტენდერს გამოაცხადებს.

წინასწარი ინფორმაციით, დაგეგმილია ნარიყალას ციხის გარე და შიდა კედლების აღდგენა, ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის სპეციალური სივრცეების განთავსება ტურისტებისთვის. ისტორიული ციხის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დაიწყება და 2025 წლის ივნისის თვეში დასრულდება. ნარიყალას რეაბილიტაცია სავარაუდოდ დედაქალაქის მერიას 5 მილიონ ნახევარი ლარი დაუჯდება.

დღის ამბები