05 ნოემბერი 2024,   00:58
ვრცლად
ირაკლი კობახიძე იაპონიის ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე.

ირაკლი კობახიძემ ელჩს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

დღის ამბები