რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში კითხვები დაისვა. გამოითქვა მოსაზრება, რომ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი 2 წლით იკეტება და ეს შესაძლოა, პროტესტის გამოხატვის შეზღუდვის მიზნებს ემსახურებოდეს.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით ხაჯიშვილი აღნიშნავს, 2024 წელს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ეჭვებს იწვევს. "თუ ამით ჰგონიათ, რომ შეზღუდავენ ჩვენი მოქალაქეების პროტესტს, რომელიც დიდი ალბათობით იქნება, ჩვენ ახალგაზრდებს და პატრიოტებს არ მგონია რომ რაიმე რეაბილიტაცია შეაშინებს," - ამბობს ხაჯიშვილი.
"ქართული ოცნების" ლიდერების თქმით კი, ბრალდებები აბსურდულია. აღნიშნავენ იმასაც, რომ რეაბილიტაციის პროცესი არც გზის ორი წლით გადაკეტვას გულისხმობს და კითხვაც კი არასერიოზულია.
"არა მგონია რომ 2 წელი იყოს რუსთაველი გადაკეტილი, თუმცა მერიას შეგიძლიათ მიმართოთ და გიპასუხებს," - ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
"თქვენ უშვებთ, რომ 2 წლის განმავლობაში იქნება გადაკეტილი რუსთაველის გამზირი და სადღაც მილს რომ ამოიღებენ და ჩადებენ, აქციას შეუშლის ეს ხელს?! - კარგი რაა, ცოტა სერიოზული კითხვები დამისვით თუ შეიძლება," -აღნიშნა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მომავალი წლიდან თბილისის განვითარების ფონდი რუსთაველის გამზირის სარებილიტიციო სამუშოებს იწყებს.