15 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
რატომ დატოვეთ პარლამენტი, მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ველი, სადაც შეგეძლოთ დებატებში ჩართვა და გეკამათათ, თუ რაიმე საკამათო გქონდათ - არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

მინდა უბრალოდ შევახსენო მამუკა ხაზარაძესაც და საზოგადოებასაც - იგი იჯდა ჩვენს მოპირდაპირე მხარეს პარლამენტში და გავიდა პარლამენტიდან. რატომ დატოვეთ მანდატი და რატომ დატოვეთ მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ველი,- ასე მიმართა და უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერს, რომელმაც "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა  რომ თალაკვაძე მასთან დებატში უნდა იჯდეს და არა შემდეგ სტუმრად იყოს წარმოდგენილი. 

თალაკვაძის თქმით, მმართველ გუნდს არავისთან დებატის პრობლემა არ აქვს.

"ბატონმა მამუკამ თქვა, რომ არჩილ თალაკვაძე აქ უნდა იჯდეს ჩემს წინო, დებატებს ისურვებდა. არ ვიცი, რა კონტექსტში თქვა, თუმცა ეს გავიგე და მინდა უბრალოდ შევახსენო მასაც და საზოგადოებასაც - ის იჯდა ჩვენს მოპირდაპირე მხარეს პარლამენტში და გავიდა პარლამენტიდან. რატომ დატოვეთ მანდატი და რატომ დატოვეთ მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ველი - პარლამენტი, სადაც შეგეძლოთ დებატებში ჩართულიყავით და თუ ჩვენთან რამე საკამათო გქონდათ, იქ გეკამათათ. ამიტომ, არ მგონია, რომ ეს კომენტარი გულწრფელი ყოფილიყო. ჩვენ არავისთან დებატის და არავისთან პირისპირ დაჯდომის პრობლემა არ გვაქვს," - აღნიშნა თალაკვაძემ.

დღის ამბები