"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% "ქართულ ოცნებას," ხოლო 13% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა მხარს.
გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩევანად ასახელებს (3% მეორე არჩევანად), 13% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" (3% მეორე არჩევანად).
რაც შეეხება სხვა პარტიებს:
"საქართველოსთვის" – 4 % (4 % მეორე არჩევანი)
"სტრატეგია აღმაშენებელი" - 3% (4% მეორე არჩევანი)
"ხალხის ძალა" - 1% (5% მეორე არჩევანი)
"ლელო" - 2% (4% მეორე არჩევანი)
"გირჩი" - 3% (2 მეორე არჩევანი)
გირჩი&დროა - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია - 2% ( 3 % მეორე არჩევანი)
"ლეიბორისტული პარტია" – 2% ( 3% მეორე არჩევანი)
"მოქალაქეები"- 2% ( 2% მეორე არჩევანი)
"ხალხისთვის" - 2% (1% მეორე არჩევანი)
"პატრიოტთა ალიანსი" - 1% (1% მეორე არჩევანი)
"კონსერვატიული მოძრაობა" – "ალტ იფნო" - 1% (1% მეორე არჩევანი)
"ევროპული საქართველო" - <1% (1% მეორე არჩევანი)
სხვა - 1% (<1% მეორე არჩევანი)
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.