09 ივლისი 2024,   02:13
ვრცლად
ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ბაიდენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სი ძინპინი დიქტატორია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ჩინელ კოლეგასთან გამართული სამიტის შემდეგ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სი ძინპინი დიქტატორია.

ბაიდენს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, კვლავინდებურად მიიჩნევს თუ არა სი ძინპინს დიქტატორად.

„დიახ, ეს ასეა. ის დიქტატორია იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას და მისი მთავრობა სრულებით განსხვავდება ჩვენი მთავრობისგან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამერიკისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა შეთანხმება რამდენიმე საკითხზე შეძლეს. მათ შორის არის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენა და ფენტანილის ნაკადის შეზღუდვა. თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეებმა მნიშვნელოვან თემებზე - მათ შორის
უკრაინაზე, ისრაელსა და ტაივანზე მოსაზრებები გაცვალეს. აუდიენცია სან-ფრანცისკოსთან მდებარე ფილოლის მამულში შედგა. სი ძინპინი შეერთებულ შტატებში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობისთვის იმყოფება.

დღის ამბები