16 სექტემბერი 2024,   22:50
ვრცლად
"ქართული ლეგიონის" ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა

"ქართული ლეგიონის" ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა.

როგორც"ქართული ლეგიონის" Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაჭრილ მებრძოლთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა.

დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

დღის ამბები