06 ოქტომბერი 2024,   09:12
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და უწყვეტ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე.

საუბარი შეეხო მომავალ, 2024 წლის არჩევნებს და თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ევროპული ინსტიტუტების ჩართულობის გაზრდის გზით.

საქართველოს პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები