09 ივლისი 2024,   03:23
ვრცლად
თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის დღე აღინიშნა

თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის დღე აღინიშნა. ღონისძიება საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით გაიმართა.

თამარ მეფის სახელობის დარბაზში, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელთა კუთხეები მოეწყო, სადაც თითოეული ერისთვის დამახასიათებელი ისტორიულ-მატერიალური კულტურის ნიმუშები გამოიფინა.

ღონისძიებას დედაქალაქის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სათვისტომოების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დღის ამბები