უკრაინაში, ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი ნაკლები მხარდაჭერისთვის, ეს არის არგუმენტი მეტი მხარდაჭერისთვის - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ლატვიის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, პრეზიდენტ პუტინის გამარჯვება არ უნდა დაუშვან, რადგან რუსეთი მშვიდობისთვის მზად არ არის.
"ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი ნაკლები მხარდაჭერისთვის, ეს არის არგუმენტი მეტი მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის.რუსეთი არ ემზადება მშვიდობისთვის, ისინი ემზადებიან უფრო მეტი ომისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერ დავუშვებთ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვებას.უკრაინისთვის დიდი გამარჯვებაა ის, რომ შეძლო, რუსი დამპყრობლებისთვის დიდი დანაკარგები მიეყენებინა. რუსეთმა ბევრი დაკარგა. უკრაინა პრეზიდენტი პუტინისთვის სტრატეგიული მარცხია. მან ვერ მიაღწია იმას, რაც სურდა", - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.