09 ივლისი 2024,   02:56
ვრცლად
საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე - მდინარე იორდანეს ნაპირებთან, ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი უკვე დამტკიცებულია

მდინარე იორდანეს ნაპირებთან, 4 000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე, ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი უკვე დამტკიცებულია. სამთავრობო კომისიამ პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებისგან დღეს, დეტალური ინფორმაცია მოისმინა უკვე შესრულებული და სამომავლო სამუშაოების შესახებ. დაიგეგმა ცენტრის მშენებლობის შემდგომი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი სამთავრობო კომისიის მუშაობას პირადად ხელმძღვანელობს და დღევანდელ სხდომაზეც მთავრობის მეთაურმა მინისტრებს კონკრეტული დავალებები მისცა.

პროექტის საბოლოო ვარიანტი უკვე გადაეცა იორდანიის მხარეს და მიმდინარეობს ადაპტაციის პროცესი საინჟინრო ასოციაციასთან შეთანხმებით. შეირჩევა სამშენებლო კომპანია.

ქართული კულტურის ცენტრში, სასულიერო ცენტრის გარდა, იქნება საგამოფენო დარბაზები, ხატწერის და საგალობლების წარმოდგენის სივრცეებიც. ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართველი მეცნიერებისთვისაც, რომლებიც წმინდა მიწაზე ქართველების მოღვაწეობას იკვლევენ.კომისიის წევრი, ალავერდელი მიტროპოლიტი ამბობს, რომ ქართული კულტურის ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს რამდენიმე წელი დასჭირდება. მეუფე დავითის თქმით, სამუშაოები სწრაფი ტემპით განხორციელდება.

წმინდა მიწაზე საქართველოს დაბრუნების პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პრემიერ ღარიბაშვილის ჩართულობას. 300 წლის შემდეგ, მდინარე იორდანეს ნაპირებთან 4000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი საქართველოს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოსგან გადაეცა. მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას იორდანიის პრინცთან ერთად მთავრობის მეთაური პირადად დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა მემორიალური ქვა, რომელზეც მისი და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხელმოწერებია, საზეიმო ვითარებაში გახსნა.პრემიერს იერუსალიმის პატრიარქმა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსმაც უმასპინძლეს.

დღის ამბები