18 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
გახარიას გუნდი "ლელოს" წინააღმდეგ - ორივე პარტია არჩევნებისთვის შესაძლო ალიანსს უარყოფს და ერთმანეთს აკრიტიკებს

"დგანან და ჩვენი უსაფუძვლო კრიტიკით არიან დაკავებული, თან ამბობენ, რომ არა, გახარიას პარტიასთან არ გავაკეთებთ ალიანსსო და არავინ არ ეხვეწებათ, რომ რამე უნდა გავაკეთოთ,"-მიხეილ დაუშვილის ამ განცხადების ადრესატი "ლელოა". გიორგი გახარიას გუნდსა და ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიებს შორის დაპირისპირება "ლელოს" პოზიციამ გამოიწვია. ”საქართველოსთვის” წევრები წყენას ვერ მალავენ და ამბობენ, რომ ინფორმაცია, თითქოს ხაზარაძეს არ სურს გახარიასთან ალიანსი, სიცრუეა. ამბობენ, რომ რეალურად "ლელოსთან" პარტნიორობის საჭიროებას თავად პარტია "საქართველოსთვის" ვერ ხედავს.

გახარიას გუნდისგან განსხვავებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაში დღე შედარებით რბილი პოზიცია ჰქონდათ, თუმცა ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ ძალასთან რაიმე ალიანსს გამორიცხავენ. ამბობენ, რომ მათი მიზანი არა გაერთიანება, არამედ პარტიის ინდივიდუალურად გაძლიერებაა.

გახარიას გუნდში "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" ერთობაზეც საუბრობენ, მათი განცხადებები კი ნიშნის მოგებით საუბარია ხაბეიშვილის გუნდისთვის. თინა ბოკუჩავა არ მალავს, რომ მას შემდეგ, რაც "სტრატეგია აღმაშენებელთან" გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს, კარი სხვა მსურველებისთვისაც ღიად რჩება.

ხაბეიშვილის, ხაზარაძის და გახარიას ალიანსზე საუბრობენ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" საკრებულოების მაგალითს იხსენებენ და ამბობენ, რომ ამ სამ პოლიტიკურ ძალას დიდი ხანია საერთო მიზნები აქვს, თუმცა წარმატების პერსპექტივა არ აქვთ.

2024 წლის არჩევნებამდე 1 წელია დარჩენილი, პარტიების უმრავლესობას კი იმედი აქვს, რომ ამ დროს სწორედ მათი პოლიტიკური ძალების გაძლიერებისთვის გამოიყენებენ.

დღის ამბები