09 ივლისი 2024,   04:07
ვრცლად
აქტიურად მივიწევთ წინ აშშ-თან ერთად იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხზე - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში ომის 633-ე დღეა. ომში მყოფი ქვეყანა კონტრშეტევას განაგრძობს. გენშტაბის ინფორმაციით, ქალაქ ბახმუტთან უკრაინის თავდაცვამ პოზიციების დაკავება მოახერხა.

ამასთან, გასულ ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიევის თავზე 29 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეძლო.

ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იარაღის ერთობლივ წარმოებაზე საუბრობს.

"ჩვენ აქტიურად მივიწევთ წინ აშშ-თან ერთად იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხზე. ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად და ეს აუცილებლად გააძლიერებს როგორც ამერიკელებს, ასევე უკრაინელებს და ჩვენს პარტნიორებს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები