"ქართული ოცნების" ახალციხის ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით, "ახალგაზრდული დღე" გაიმართა. შეხვედრა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა. 40-მდე მოსწავლემ შემეცნებით თამაშებში მიიღო მონაწილეობა.
ახალგაზრდული ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მსგავსი ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს.