15 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
ვინ ვისთან გაერთიანდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - რას აცხადებენ ოპოზიციური პარტიები

იქნება თუ არა ოპოზიცია ერთიანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 11 თვით ადრე პარტიები გეგმებზე მსჯელობენ, თუმცა ჯერ გაერთიანების კონტურები არ იკვეთება. ერთად თუ ცალ-ცალკე, მმართველი გუნდის ოპონენტებს იმედი აქვთ, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემაა არ ექნებათ, თუმცა მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ამ შემადგენლობით მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდება.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი არ გამორიცხავს, რომ "ლელო" "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანდეს.

"ჩვენ ვერავის ერთობაში ვერ გვიხილავთ... ვინ რა ტაქტიკას აირჩევს, რთული სათქმელია, თუმცა, ნათლად მესმის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ არიან პარტიები და ადამიანები, რომლებიც მათთან უნდა გაერთიანდნენ. იმიტომ რომ უბრალოდ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველზე პარაზიტირებენ და აზრი არ აქვს ცალკე გავიდნენ. როგორც "სტრატეგია აღმაშენებელი" გაერთიანდა, ისე მივიჩნევ, რომ რამდენიმე ათეული პოლიტიკოსია, რომელიც ასევე "ნაციონალურ მოძრაობაში" უნდა შევიდეს, მათ შორის, "ლელო", იმიტომ რომ რთულად წარმომიდგენია "ლელომ" დამოუკიდებლად რამე გააკეთოს.

თუ ასეთი გაერთიანება მოხდა, ყველა ვინც "ნაცია", "ნაცებში" აღმოჩნდა... იქ გახარიას ირგვლივაც ვიღაცეები გაერთიანდნენ, მაშინ გასაგები იქნება," - აღნიშნა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

თუმცა საპასუხოდ "ლელოში" ამბობენ, რომ ისინი არავისთან გაერთიანებას არ განიხილავენ.

"ლელო" არ განიხილავს ამ ეტაპისთვის არანაირ ერთობას. არ ვმუშაობთ ამ საკითხზე, არც გვიმსჯელია, არც აწმყოში მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. ჩვენი მიზანი არის სტრუქტურული გაძლიერება და არა მხოლოდ 5%-იანი ბარიერის გადალახვა," - ამბობს "ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე

დღის ამბები