05 ოქტომბერი 2024,   01:08
ვრცლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციის მონაწილეები რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ - რა განმარტებას აკეთებს საპასუხოდ თავად უწყება

აქცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 პირი - აქციის მონაწილეები რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ და სამინისტროს ეზოში კარვის გაშლას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც სამართალდამცველებმა 11 პირი დააკავეს.

აქციას განცხადებით ეხმაურება გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა. რაც შეეხება ლიცენზიის საკითხს, ლიცენზია გულისხმობდა სამონადირეო მეურნეობის მოწყობას ხუთ მილიონ ლარზე მეტის ინვესტიციით. უწყებაში განმარტავენ, რომ პირობების შეუსრულებლობის გამო დაწყებულია სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ლიცენზიის ვერც გაყიდვა და ვერც გაჩუქება ვერ მოხდება.

დღის ამბები