გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარს გეგმავს - ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა. "მასთან საუბარს ვაპირებ,"- თქვა კანცლერმა, თუმცა აღნიშნა, რომ საუბრის თარიღი ჩანიშნული არ არის.
შოლცის თქმით, ის არ ელოდება საუბრის რაიმე შეთანხმებით დასრულებას. გერმანიის კანცლერმა ისიც აღნიშნა რომ, ამ მომენტისთვის, პუტინი არ აჩვენებს ნიშნებს "რომ რამეში ჩარევას აპირებდეს".
შოლცის თქმით, პუტინთან საუბრისას ვერ ისარგებლებ პრინციპით: "წავალ, ვიღაცასთან ყავას დავლევ და, საბოლოო ჯამში, შეთანხმებამდე მივალთ". გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, პირველი ნაბიჯი გადადგას უკრაინასთან ომში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისკენ და აღნიშნა, რომ "მან ჯარები უნდა გაიყვანოს".